ასლან ბჟანია მოსკოვში ჩავიდა
ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ მისი ე.წ. პრესსამსახური იუწყება.
გავრცელებული ცნობით, დაგეგმილია ბჟანიას შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასთან და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოსთან.
სხვა დეტალები შეხვედრების შესახებ არ ვრცელდება.