თეგებით ძიება

შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს

„პოსტივის“ ხელმძღვანელისა და ტელეწამყვანის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

შალვა რამიშვილს, რომელიც სექსუალურ შევიწროებაშია მხილებული, ამჯერად კრიტიკული აზრის გამო სამსახურიდან გათავისუფლებას ედავებიან.

განმცხადებლის, სოფიკო კაჭარავას თქმით, რამიშვილისთვის მიუღებელი იყო განსხვავებული პოზიციის ქონა არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობისას, არამედ მის მიღმაც.

კაჭარავა მიიჩნევს, რომ შალვა რამიშვილმა ქარტიის მეორე პრინციპი (დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ) დაარღვია.

საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა