თეგებით ძიება

„არც კი მჯერა, რომ ეს ცხადში ხდება...“ - რას წერს ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძეზე?

მუსიკოლსი, ზაზა შენგელია „ამერიკული ვარსკვლავის“ ჟიურის წევრის, ლაიონელ რიჩის იმ „ტვიტს“ აფასებს, რომელიც მან ქართველ მომღერალს, ნუცა ბუზალაძეს მიუძღვნა.

“ლეგენდარულმა ლაიონელ რიჩიმ ამჯერად თავის ტვიტერის ექაუნთზე დადო პოსტი ნუცას შესახებ, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება - “ის გავლენა, რომელიც შენ გაქვს აუდიტორიაზე არ ისწავლება, დიდებული სამუშაო გასწიე“.  ეს უკვე მეორე დიდი აღიარებაა უდიდესი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონთან ერთად, ყველაზე დროის საუკეთესო ჰიტის, “We Are The World”-ის თანაავტორის მხრიდან🇺🇸. 

ვფიქრობ, ბატონი ლაიონელი ნუცას მთავარი ლობისტია ამ კონკურსზე (თან ამას ვწერ, და თან არც კი მჯერა, რომ ეს ცხადში ხდება, რაც ძალიან მიხარია, რადგანაც ჟიურის წევრებისგან, სწორედ მისი აზრი ნუცაზე არის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი პირადად ჩემთვის . უმნიშვნელოვანესია, რომ ლაიონელ რიჩიმ ეს პოსტი, სადაც ნუცასთვის ხმის მისაცემი ნომერიც წერია, მაშინ გამოაქვეყნა, როცა ჯერ კიდევ ხმის მიცემის დროითი ფანჯარა არ იყო დახურული. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს”,- წერს ზაზა შენგელია.

ცნობისთვის, მუსიკოსმა ლაიონელ რიჩიმ, რომელიც “ამერიკული ვარსკვლავის” ჟიურის წევრია ნუცა ბუზალაძის გამოსვლის შემდეგ „ტვიტეზე“ პოსტი გამოაქვეყნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა