მანქანამ ჯერ ხე მოგლიჯა და მერე იქვე მდგომი ბავშვი იმსხვერპლა - ახალი დეტალები თბილისში მომხდარ ავარიაზე
ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შესახებ, რომელსაც 12 წლამდე მოზარდი ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გავრცელებული ცნობით, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, ხოლო შემდეგ იქვე მდგარ ბავშვს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი მიიმალა.