თეგებით ძიება

თქვენ ხართ დამნაშავეები, კრიმინალები, პასუხს აგებთ!.. - ვის მიმართავს ირაკლი კობახიძე?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის სე­სი­ა­ზე ოპო­ზი­ცი­ას მი­მარ­თა და განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­აღ­მდეგ აგებული კამპანია არის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის­თვის.

"უამ­რა­ვი სიც­რუ­ე­ზე აგე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­აა სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­აღ­მდეგ. სწო­რად შე­გახ­სე­ნეს კო­ლე­გებ­მა, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. სიც­რუ­ე­ზე აგე­ბუ­ლი კამ­პა­ნია წარ­მო­ებს სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამ დროს სი­მარ­თლე არის ციფ­რებ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი. სი­მარ­თლე არის ის,რომ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში არა­მარ­ტო დრა­მა­ტუ­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და ვი­თა­რე­ბა, არა­მედ ყვე­ლა სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა აღ­მო­ი­ფხვრა. ამას აჩ­ვე­ნებს ის სტა­ტის­ტი­კა, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რო­დე­საც წარ­მო­ებს ყალ­ბი კამ­პა­ნია სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­აღ­მდეგ, ეს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს აზი­ა­ნებს. სიც­რუ­ე­ზე და სი­ყალ­ბე­ზე აგე­ბუ­ლი კამ­პა­ნია არის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის­თვის. რო­დე­საც თქვენ დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექტს აი­ნი­ცი­ი­რებთ, რომ­ლის მი­ზა­ნიც არის ამ კამ­პა­ნი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ამით თქვენ კი­დევ ერთხელ ცდი­ლობთ, დაბ­რკო­ლე­ბა შე­უქ­მნათ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას. ეს არ არის თქვე­ნი შეც­დო­მა, ეს არ არის თქვე­ნი გა­დაც­დო­მა, ეს არის თქვე­ნი შეგ­ნე­ბუ­ლი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი. თქვენ უპი­რის­პირ­დე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს იმით, რომ ცდი­ლობთ გა­აძ­ლი­ე­როთ სი­ყალ­ბე­ზე აგე­ბუ­ლი კამ­პა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ“,- მი­მარ­თა კო­ბა­ხი­ძემ ოპო­ნენ­ტებს. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, "უტიფ­რო­ბის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხია, რო­დე­საც კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა დღეს აი­ნი­ცი­ი­რებს დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექტს სა­სა­მარ­თლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თქვენ ხართ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, თქვენ ხართ კრი­მი­ნა­ლე­ბი, თქვენს სინ­დის­ზეა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედი, რომ­ლე­ბიც უსა­მარ­თლოდ იყ­ვნენ ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტი­ლი. ათი ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა უსა­მარ­თლოდ გა­მო­ი­ა­რა ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ციხე თქვე­ნი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გამო. ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის თქვენ სა­ბო­ლო­ოდ პა­სუხს აგებთ პო­ლი­ტი­კუ­რად. ყვე­ლა­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თქვენ­ზე ალა­ლი არის. ასე­ვე, გარ­და იმი­სა, რომ 25 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იყო ცი­ხე­ში, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 14-ჯერ შემ­ცირ­და თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ. თქვე­ნი სის­ტე­მის გამო, ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ან­მა და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლით. თქვენ სის­ხლში გაქვთ ხელი გას­ვრი­ლი. ეს არის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც დღეს აი­ნი­ცი­ი­რებს დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექტს სა­სა­მარ­თლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, უტიფ­რო­ბის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხია“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა