„თუ მამა, შალვა რამიშვილივით პრ@@ია, ისე უნდა მოიქცე, როგორც მისი შვილი მოიქცა...“ - ნუგზარ სულაშვილი
AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულა სულაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების და მოსკოვის „დინამოს“ მცველის, საბა საზანოვის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მან განაცხადა, რომ საქართველო მისი დედაა, რუსეთი კი მამა და მშობლებს შორის არჩევანს არ აკეთებენ.
„თუ მამა, შალვა რამიშვილივით პრ@@ია, ისე უნდა მოიქცე, როგორც მისი შვილი მოიქცა და დედა აირჩიო“, - წერს სულაშვილი.
ცნობისთვის, საბა საზანოვის თქმით, მას ორი სამშობლო აქვს და მისთვის საქართველო დედაა, რუსეთი კი მამა. ამის შესახებ საზანოვმა რუსულ გამოცემა Sport24-თან ინტერვიუში ისაუბრა.
შეგახსენებთ, „პოსტივის“ წამყვანი, შალვა რამიშვილი, რომელიც რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა, საკუთარმა შვილმა გააკრიტიკა.