ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა უნდა მიიღონ, ან დატოვონ ტერიტორია - ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა უნდა მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა, ან დატოვონ რეგიონი. ამის შესახებ ალიევმა AzTV-ის ეთერში განაცხადა.
"ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა ან აზერბაიჯანის მოქალაქეობა უნდა მიიღონ, ან სხვა საცხოვრებელი ადგილი იპოვონ“, - განაცხადა ალიევმა.
ალიევის თქმით, ბაქო აპირებს უახლოეს მომავალში ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დასრულების მიზნით.