თეგებით ძიება

გვაქვს ინფორმაცია, რომ იძებნება ხაბეიშვილის შემცვლელი - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ენმ-ს თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის შემცვლელი იძებნება.

მისი თქმით, რაც უფრო მეტად დასუსტდება და დაიშლება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

„ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ იძებნება ხაბეიშვილის შემცვლელი. ეს სხვადასხვა წყარომ დაადასტურა. ეს მათი შიდა საქმეა, ბუნებრივია, ჩვენთვის საინტერესო არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო მეტად დასუსტდება და დაიშლება, მით უკეთესი იქნება ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. შესაბამისად, სჯობს, ეს პროცესი ასე გაგრძელდეს“, – განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა