თეგებით ძიება
18. 04. 2023 სპორტი

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

აღნიშნული ჯილდოს მისაღებად მან ნილს ნკუნკუს („სენტ-ეტიენი“) და ფრენკ მაგრის („ბასტია“) აჯობა.

გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში „მეცის“ ერთ-ერთი ლიდერია და ამ გუნდის მაისურით მის ანგარიშზე 30 მატჩში გატანილი 17 გოლია, რითაც ქართველი ფორვარდი ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა