თეგებით ძიება

„ბაჩალიაშვილის მკვლელობის დამკვეთებსა და შემსრულებლებზე რომ გავლენ, დიდი ინტერესით ველოდები...“ - მეგი გოცირიძე

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„შენსავე ეზოში, ერთი აგური რომ დადო ზედმეტად, ერთ საათში, თავზე დაგადგება ზედამხედველობის სამსახური და 10 000  ლარიან ჯარიმას გიწერს, არ გადახდის შემთხვევაში კი გაპატიმრებს... არ ვიცი კეზერაშვილმა რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოებს ან საიდან და რა ინფორმაციას უნდა ფლობდეს , მაგრამ ზუსტად ვიცი, ათობით სიუჟეტია გაკეთებული ამ თემაზე და ქოლცენტრების უკან, რომ ივანიშვილი დგას, ამას არ სჭირდება ბევრი ახსნა-განმარტება, სუსის მფარველობის  გარეშე, თითს რომ ვერავინ გაანძრევს, ცხადია და ყველაზე მეტად, ამ თანამშრომლობისა და გამოძიების საქმეში, თამუნა ბაჩალიაშვილის მკვლელობის დამკვეთებსა და შემსრულებლებზე რომ გავლენ, ღრმად მწამს და დიდი ინტერესით ველოდები...

კვლავ გავიმეორებ,  კეზერაშვილმა საიდან უნდა იცოდეს იმაზე მეტი, რაც ჩვენ ვიცით საგამოძიებო სიუჟეტებიდან, არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ კეზერაშვილის თანამშრომლობა  დაანგრევს ივანიშვილის ოცნებას, რასაც მივესალმები ორივე ხელით და ვგულშემატკივრობ კეზერაშვილს მთელი გულით...“- წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა