თეგებით ძიება
19. 04. 2023 სპორტი

"ბადრი კვარაცხელიამ მითხრა..." - დათო ლიკლიკაძე კვარასა და "ნაპოლის" საიდუმლოს ამხელს

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე ნეაპოლში გატარებულ პერიოდს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს, თუ რა უთხრა მას "ნაპოლის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ.

"არ დამესხათ თავზე. ესღა გვაკლადა ფეხბურთზე წეროს ამანო. რაც ჩემი ყურით მოვისმინე იმას გეუბნებით. ამასწინათ ნაპოლში ხვიჩას მშობლებთან ერთად ვვახშმობდი, სადაც ფეხბუბრთის სერიოზული მცოდნეებიც იყვნენ. მაშინ ბადრი კვარაცხელიამ მითხრა, იტალიის ჩემპიონობა საერთოდ არ უნდათ არც ნაპოლელებსო, მთავარია ეს მოიგოსო (ზუსტად ვერ მივხვდი რაზეა საუბარი, რაღაც მეორე უნდა მოიგოს), ამაზეა გადართული მთელი "ნაპოლიო". ხოდა არაფერი ისეთი ტრაგიკული და მოულოდნელი არ მომხდარა, ის მეორე უნდა მოიგოს!", - წერს ლიკლიკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა