თეგებით ძიება
19. 04. 2023 სპორტი

"თითქოს შეისწავლეს კვარა, მაგრამ წინ ბევრი იმპროვიზაცია გველის, ამაში დარწმუნებული ვარ" - მაიკო კაჭკაჭიშვილი

კომპოზიტორი, მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს და მას მხარდაჭერას უცხადებს.

"42 წლის ვარ და იმდენი გაფუჭებული პენალტი მინახავს ზე ვარსკვლავებისგან ვერც კი დავითვლი ალბათ ! ეგ არაფერს წყვეტს, სკუდეტო თქვენია ლიგაზე კი 7 გზის გამოცდილმა გუნდმა და მწვრთნელის სწორმა სტატისტიკამ მოიგო, ამიტომ სასწაული აქ არაფერი მომხდარა

ისიც კი მეამაყებოდა, რომ როგორც კი, ხვიჩა ბურთს მიიღებდა მთელი მილანის დაცვა ხვიჩას ეხვია გარს, კიი ამ ეტაპზე თითქოს შეისწავლეს კვარა, მაგრამ წინ ბევრი იმპროვიზაცია გველის, ამაში დარწმუნებული ვარ.

ფორცა ნაპოლი სიემპრე", - წერს კომპოზიტორი.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" "ნაპოლი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, რითაც ქართველის გუნდი ლიგას გამოეთიშა. შეხვედრაზე კვარამ პენალტი ვერ გაიტანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა