თეგებით ძიება

სასამართლომ "ტაბულას" ჟურნალისტი 2 200 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ტაბულას" ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა.

ბექა ჯიქურაშვილის სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ ჟურნალისტი "იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ", აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად კეტავდა გზას, არ ემორჩილებოდა პოლიციას და ხელს უშლიდა სხვა პირების დაკავებაში. 

შეგახსენებთ, რომ "ტაბულას" ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი გამოცემა "პუბლიკის" დირექტორთან, ზურა ვარდიაშვილთან ერთად 2 მარტს, პარლამენტთან ე.წ აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა