რა არის 3 პროდუქტი, რომლებიც ყავაზე მეტად გამოგაფხიზლებთ? - სასარგებლო რჩევები
საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები ხშირად კამათობენ, რამდენად სასარგებლოა, ყავის მიღება ჩვენი ორგანიზმისთვის. მოკლედ, წარმოგიდგენთ 3 პროდუქტს, რომლებიც ყავაზე მეტად გამოგაფხიზლებთ:
ვაშლი
ინგლისურ ენაში ერთი ანდაზაა „An apple a day keeps the doctor away”, რომლის თანახმადაც ერთი ცალი ვაშლის მირთმევა ყოველდღიურად ბევრ პრობლემას აგვარიდებს თავიდან. მათ შორს ძილიანობასაც. ერთ ვაშლში 13 გრამი შაქარია - ნახშირწყლები კი ტვინს სწრაფ გამოღვიძებაში და მუშაობის დაწყებაში ეხმარებიან. დიდმა, წვნიანმა ვაშლმა სავსებით შეიძლება შეგიცვალოთ ყავა, რომელსაც თქვენ სამსახურისკენ მიმავალი გზაში ყიდულობთ. ეფექტი იგივეა, ორგანიზმი კი უფრო სასარგებლო პროდუქტს მიიღებს.
თაფლი
თაფლი ნატურალურ შაქარს შეიცავს, რომლის გადამუშავებისას ორგანიზმი მომენტალურად ფხიზლდება. გარდა ამისა, ის კოფეინთან შედარებით ნელა გამოდის ორგანიზმიდან, რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს თქვენ სიფხიზლეს. ასე რომ, თუ თქვენ გიყვართ ტკბილეული და დღის დაწყებას დესერტით ამჯობინებთ, თამამად შეგიძლიათ მურაბა და ხილფაფა თაფლით შეცვალოთ: ის იდეალურად მოუხდება ტოსტს, ფაფას და ხილის სალათას.
გრეიფრუტი
ოდესმე შეგიჩნევიათ, რომ მომენტალურად მხოლოდ სუნმა შეიძლება გაგიხსნათ გონება და გამოგაფხიზლოთ? სწავლულებმა დაამტკიცეს, რომ ციტრუსის არომატს ყველა დანარჩენთან შედარებით მოჰყავს ადამიანი ტონუსში. გარდა ამისა, ეს ხილი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ასევე ეხმარება ორგანიზმს გაღვიძებაში. ამიტომ, ბევრ ქვეყანაში მიღებულია საუზმის დაწყება გრეიფრუტით.