"ყველა ბოღმასა და ტყუილზე გაგებინებთ პასუხს“ - რას წერს შოთო სიხარულიძე?
"ემიგრანტების იმედი“, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გავრცელებულ ინფორმაციას ემხაურება, რომ თითქოს ის გარდაიცვალა.
მისი თქმით, საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება.
"პოლიცია იძიებს უკვე და ვნახოთ, როგორ აჭიკჭიკდება ამ პროფილის უკან მიმალული კანალიზაციის ვირთხა!!
ყველანი სათითაოდ დაისჯებით. ყველა ბოღმასა და ტყულზე გაგებინებთ პასუხს. გწამთ ღმერთის თუ არა, ბოღმაც, შხამიც და ტყუილიც მატერიალიზდება და ამიტომ აუცილებლად მოგიბრუნდებათ.
უკვე დაიწყო ეგ პროცესი, უბრალოდ იხტიბარს არ იტეხთ.
მოვა დრო და უკვე ისე მწარედ მოგვხდებათ ცხვირპირში, აღარ გამოგივათ არშემჩნევა.
მე პირადად გპირდებით, რომ არასოდეს შემეცოდებით. ყველამ უნდა ზღოს დამსახურებისდა მიხედვით!!!!!!!
პ.ს. მეტს აღარ გავიმეორებ!!!!!!!! (ისეთი გონება და პირის აპარატურა აქვს კი იცით შოთო სიხარულიძეს)
ყველას თავის წილ ბედნიერებას აძლევს უფალი.
მე გტოვებთ ბოროტებს მაგ თქვენ უაზრო ჭაობში, სადაც არც სიყვარული, არც ბედნიერება და არც მომავლის იმედია...
მე კიდევ ჩემს გზას გავუყვები უთქვენოდ, ჩემს გზას კეთილ ხალხთან ერთად სადაც ბედნიერების ფერებია, სადაც ცხოვრება ლამაზია, სადაც დიდი მიზანია და რაც მთავარია გზის ბოლოს დიდი სიყვარული და ბევრი ბედნიერებაა", - წერს შოთო სიხარულიძე.