თეგებით ძიება
19. 04. 2023 სპორტი

"იმ ყველაფრის მერე, რაც კვარასთან ერთად გუნდმა აქამდე გააკეთა, მინიმუმ უხერხულია, ის კომენტარები, რაც წავიკითხე" - ნინა მამუკაძე

ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე სოციალურ ქსელში "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს და მას მხარდაჭერას უცხადებს.

"პენალტი არის ლატარია!

ნაპოლიმ კარგად ითამაშა… იყო შეცდომებიც, მაგრამ გუნდმა ითამაშა კარგად. და იმ ყველაფრის მერე, რაც კვარასთან ერთად გუნდმა აქამდე გააკეთა, მინიმუმ უხერხულია, ის კომენტარები, რაც წავიკითხე", - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" "ნაპოლი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, რითაც ქართველის გუნდი ლიგას გამოეთიშა. შეხვედრაზე კვარამ პენალტი ვერ გაიტანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა