ბადრი ესებუა ფსიქიატრიულში გადაიყვანეს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუას პროცესი გადაიდო.
სხდომის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად ჰყავთ გადაყვანილი.
ცნობისთვის, შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს.
სამართალდამცველთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა.
ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა 8 თებერვალს გამთენიისას დააკავეს.