თეგებით ძიება

ამბობენ, წონაში დაკლება საუკეთესო რევანშიაო, წარმატება კიდევ უკეთესია - ოპრა უინფრის 5 რჩევა, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

ამერიკელი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ოპრა უინფრი, რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა ადამიანისთვის ინსპირაციის წყაროა, აცხადებს, რომ საკუთარი მიზნებისთვის თავდაუზოგავად უნდა იშრომოთ.

მისივე თქმით, ზოგჯერ ხდება, რომ ადამიანებს ცხოვრებაში წინაღობები ხვდებათ, რომლებიც ერთი შეხედვით გადაულახავია - "არ უნდა დანებდეთ! არ გაბედოთ დანებება!".

1. შესაძლებელია, რომ მიიღო ყველაფერი, რაც გინდა, უბრალოდ, არა ერთბაშად.

2. მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანებს, ვინც ტკივილი მომაყენა და დიდი ჭრილობები მარგუნა. ისინი ჩემი დიდი მასწავლებლები არიან.

3. ამბობენ, წონაში დაკლება საუკეთესო რევანშიაო. წარმატება კიდევ უკეთესია.

4. მივედი დასკვნამდე, რომ ყოველ ჩვენგანს გვაქვს საკუთარი მოწოდება, რომელიც თითის ანაბეჭდივით უნიკალურია, ხოლო საუკეთესო გზა წარმატებისთვის, არის, გამოიკვლიო, რა გიყვარს და შემდეგ, მოძებნო გზა ამის სხვებისთვის გასაზიარებლად. ასევე, მთავარია, მისცე სამყაროს საშუალება, გაგიძღვეს წინ.

5. თუკი მამაკაცს უნდიხარ, ვერაფერი შეაჩერებს, თუ არა – ვერაფერი დააკავებს შენთან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა