თეგებით ძიება
19. 04. 2023 სპორტი

"მეამაყება, რომ ასეთი საფეხბურთო ტრადიციის ქვეყანაში ეს ქართველმა ბიჭმა გააკეთა" - რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიაზე?

მწერალი, ზვიად კვარაცხელია "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს და აღნიშნავს, რომ კვარა არ შეშინდა პენალტის დარტყმისას.

"ასეთ დრამატულ, საბედისწერო მომენტში, როცა იცი, რომ გიყურებს მთელი შენი ქვეყანა, მთელი იტალია, მთელი საფეხბურთო სამყარო, იღებ ბურთს და პენალტის დარტყმის პასუხისმგებლობასაც, სასწორზე დებ შენს მთელ პროფესიულ კაპიტალს, – ესაა მხოლოდ დიდი ნიჭის თვისება. მეამაყება, რომ ასეთი საფეხბურთო ტრადიციის ქვეყანაში ეს ქართველმა ბიჭმა გააკეთა. კი არ შეშინდა, კი არ დაიმალა, არამედ გამარჯვება-მარცხის საკვანძო მომენტში პერსონალური პასუხისმგებლობის მაგალითი აჩვენა ყველას. ეს სამაგალითოა, იმიტომ რომ ჩვენ გვიჭირს გაბედვა! 

ყველაფერი წინაა. დიდი გამარჯვებები აუცილებლად მოვა. ძალიან მალე", - წერს ზვიად კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" "ნაპოლი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, რითაც ქართველის გუნდი ლიგას გამოეთიშა. შეხვედრაზე კვარამ პენალტი ვერ გაიტანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა