ჯვარში კორპუსის ბინის აივანი ჩაინგრა - დაშავებულია ქალი
წალენჯიხის სოფელ ჯვარში, საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 50 წლამდე ქალი.
მძიმე მოტეხილობებით ქალი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კვლევები უტარდება.
შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულია.