თეგებით ძიება
19. 04. 2023 სპორტი

ხელები შორს კვარაცხელიასგან! - რატომ იცავს იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას?

"ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, ქართველ ფეხბურთელს ბევრი აკრიტიკებს, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას ქომაგთა მხარეს ერთ-ერთი ნეაპოლელი ჟურნალისტი, ანა ტრიესტეცაა.

როგორც ჟურნალისტი განმარტავს, ხვიჩას დამსახურებაა ის შედეგი, რასაც ლიგაზე "ნაპოლიმ" მიაღწია.

"ხელები შორს კვარაცხელიასგან! კი ბატონო, მან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა თუ ამ საღამომდე მოვედით და რაღაც დონეზე ვიოცნებეთ, ეს პირველ რიგში მისი დამსახურებაა", - განაცხადა ნეაპოლელმა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" "ნაპოლი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, რითაც ქართველის გუნდი ლიგას გამოეთიშა. შეხვედრაზე კვარამ პენალტი ვერ გაიტანა.

წყარო: footballnews.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა