თეგებით ძიება

მთავრობის ცნობით, შარშან საზოგადოებრივ სამუშაოებზე 29 323 სოცდაუცველი დაასაქმეს

2020-2022 წლებში სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 17 365 სამუშაოს მაძიებელი, აქედან 12 645 - 2022 წელს. გარდა ამისა, 29 323 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა ემუშავა საზოგადოებრივ სამუშაოებზე. ინფორმაციას ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მთავრობის განცხადებით, პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება, საზოგადოებრივ სამუშაოების ქვეპროგრამაში ჩართვის ხელშეწყობის გზით. მისი მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის შრომისუნარიანი წევრები.

სააგენტოს თანახმად, დასაქმების საინფორმაციო სისტემაში (სარეგისტრაციო პორტალზე) დარეგისტრირდა 1 069 მომწოდებლის მიერ მოწოდებული 30 000-მდე ვაკანტური ადგილი. საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, დასაქმების სააგენტოს მიმართა 71 319 მოქალაქემ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა 29 323 სოციალურად დაუცველი, აქედან ქალი - 15 602.

“აღსანიშნავია, რომ სააგენტომ 2022 წელს განახორციელა ფართომასშტაბიანი მონიტორინგი, მუნიციპალიტეტებსა და შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად სრულად მოიცვა სპეციალური სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლები და მათთან დასაქმებული პირები, ხოლო აღმოჩენილ შეუსაბამობებზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, როგორც ზეპირსიტყვიერად ასევე წერილობით”, - წერია ანგარიშში.

წყარო - BM.GE


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა