თეგებით ძიება

კაცმა 26 წლის ქალი წლინახევრის შვილის თანდასწრებით, ნაქირავებ ბინაში მოკლა - რას ამბობს თელავის სასამართლო "სისხლიანი საქმის" შესახებ?

თელავის რაიონულმა სასამართლომ 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 22 წლის კაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროცესზე ბრალდებულმა სიტყვის თქმის უფლებით არ ისარგებლა. მხარეების დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ კი სახელმწიფო ბრალდებამ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოითხოვა დაკავებულის დამნაშავედ ცნობა, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გაითვალისწინა და თორნიკე გამხვეტელაშვილი დამნაშავედ ცნო.

საქმე ეხება თელავში გასული წლის 9 ოქტომბერს მომხდარ მკვლელობას. 26 წლის ქალი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კაცმა წლინახევრის შვილის თანდასწრებით ნაქირავებ ბინაში მოკლა.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე თორნიკე გამხვეტელაშვილი ცოლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს, თუმცა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ბრალდებულის დაკავება უკანონოდ ცნო და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა