ხვიჩა კვარაცხელია თავისი არსით არის ჩემპიონი, მოწოდებულია ამისთვის - ირაკლი კობახიძე
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "ნაპოლის" ქართველი გარემარბის შესახებ აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წინ დიდი გამარჯვებები ელის.
"ხვიჩა კვარაცხელია თავისი არსით არის ჩემპიონი, მოწოდებულია ამისთვის. რაც შეეხება ე.წ ლიბერალებს, ფსევდო ლიბერალებს, ისინი არიან უბრალოდ ქაჯები, შემიძლია გითხრათ ერთადერთი იმ კომენტარებთან დაკავშირებით, რაც მათი მხრიდან ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ მათი კომენტარები ეხებოდა უწმინდესს და უნეტარეს, რა თქმა უნდა, მათი ასეთი კომენტარები არის უბრალოდ ქაჯობა, მეტი კომენტარის გაკეთება ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას წინ ელის ძალიან დიდი წარმატებები, გამარჯვებები, განსხვავებით ამ ფსევდო ლიბერალებისგან", - აცახდებს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ "მილანმა" "ნაპოლი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, რითაც ქართველის გუნდი ლიგას გამოეთიშა. შეხვედრაზე კვარამ პენალტი ვერ გაიტანა.
წყარო: mtavari.tv