თეგებით ძიება

მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - როგრია ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ჯვარში აივნის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაზაინდა?

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, კორპუსის მესამე სართულზე აივნის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებული მოქალაქე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა, ნინო ვიბლიანმა და დავით კუხალეიშვილმა, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოინახულეს.

სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეები, პაციენტის მკურნალ ექიმს და საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორს შეხვდნენ და დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მიიღეს.

მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაშავებული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განაგრძობს.

ცნობისთვის, წალენჯიხის სოფელ ჯვარში, საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 50 წლამდე ქალი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა