აღარ ჩატარდება გაკვეთილები, ძალიან ვწუხვართ - ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
თბილისში, ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე ავარიისას გარდაცვლილი მოზარდის სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მომხდარი დიდი ტკივილია თითოეული მათგანისთვის.
„თამარიონი“ გამოხატავს დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებთ ჩვენი მოსწავლის ანი ჩინჩალაძის ოჯახს. გაცნობებთ, რომ 19 აპრილს არ ჩატარდება გაკვეთილები „თამარიონში“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ტრაგიკული შემთხვევა გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი არასრულწლოვანს. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.