თეგებით ძიება

რატომ შეიზღუდა რუსთაველის გამზირის ნაწილზე გადაადგილება? - თბილისის მერია მოსახლეობას მიმართავს

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოს გამო, 20 აპრილის 03:00-დან 07:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მძღოლები ლესია უკრაინკას, ტარას შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილებისა და 9 აპრილის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

რაც შეეხება თავისუფლების მოედნიდან შოთა რუსთაველის გამზირისკენ მიმავალ ავტომობილებს, გადაადგილებას შეძლებენ ანტონ ფურცელაძის, რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა