თეგებით ძიება

ლოკოკინებს ადამიანები 170 000 წლის წინაც ჭამდნენ - მეცნიერების აღმოჩენა

საზოგადოების დიდი ნაწილი ლოკოკინებს სიამოვნებით შეექცევა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ლოკოკინებს ადამიანები საკვებად გაცილებით ადრეც იყენებდნენ.

170 000 წლის წინ, ჰომო საპიენსი თავს ირჩენდა ერთი ცხიმიანი, ცილებით მდიდარი საკვებით: მიწის გიგანტური ლოკოკინების მოხარშული ხორცით.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ბორდერის მღვიმეში აღმოჩენილი ლოკოკინას ნიჟარების დეტალურად შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საკვები ნივთიერებებით მდიდარი ეს მოლუსკები 100 000 წლის განმავლობაში იკავებდა მნიშვნელოვან ადგილს ადამიანის კვების რაციონში.

ეს აღმოჩენა ნამარხებში არსებულ ერთ მნიშვნელოვან ხარვეზს აღმოფხვრის. ამ დრომდე, ადამიანთა მიერ ლოკოკინების ჭამის ყველაზე ძველი მტკიცებულება 49 000 წლის წინანდელი იყო, რას საკმაოდ უცნაურად ჩანდა, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მარტივი და უსაფრთხოა მათი შეგროვება და საკვებად მომზადება; თანაც, ისინი საკვებ ნივთიერებათა ბრწყინვალე წყაროა.

თუმცა, სამხრეთ აფრიკის ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა არქეოლოგ მარინ ვოიჩიზაკის ხელმძღვანელობით, აჩვენა, რომ ლოკოკინებს ადამიანები საკვებად გაცილებით ადრეც იყენებდნენ.

ადამიანები და ადამიანთა წინაპრები ბორდერის მღვიმეში ძალიან დიდხანს ბინადრობდნენ. ამის ყველაზე ძველი მტკიცებულება 227 000 წლის წინანდელია, ყველაზე ახალი კი 600 წლის. ყველაფერი, რაც იქ ცხოვრობდა და კვდებოდა, მღვიმის ძირზე, დანალექებში იმარხებოდა, მაგრამ ასეთ „ჩანაწერებს“ ამოთხრა ესაჭიროება, თანაც ფრთხილად.

წყარო: 1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა