თეგებით ძიება
19. 04. 2023 მსოფლიო

საქართველომ ლარსის გავლით რუსეთში ტვირთებზე შეზღუდვები დააწესა

საქართველომ ლარსის გავლით რუსეთში ტვირთებზე შეზღუდვები დააწესა. შეზღუდვა 50 ათას ევროზე მეტი ღირებულების ტვირთებს შეეხება. 

"თუ საქართველო სანქციებს უერთდება და ჩვენ ვშიშობთ და უნდა ვშიშობდეთ, რომ ამ სანქციებს დაგვიწესებენ, როგორც გითხარით წინააღმდეგ შემთხვევაში ავტო იმპორტი საერთოდ ეს ბიზნესი მოკვდება. საიდან შემოგვყავს ხომ ავტომობილები? აშშ-დან, ევროპიდან და მცირე რაოდენობა იაპონიიდან ხომ. თუ ბაზარი ჩაიკეტა იმპორტის შესაბამისად დაიკეტება ექსპორტიც და ვერც რუსეთში გავა, ვეღარც აზერბაიჯანში და ვეღარც სასომხეთში. ამიტომ ეს საფრთხე არსებობს, არსებობს ის საფრთხე, რომ კიდევ უფრო შემოვლითი გზებით იგივე აფხაზეთის გავლით შეიძლება ეს ტვირთი გავიდეს ხომ. თუ საქართველომ აქაც არ გამოიყენა ის ღონისძიებები, არ მიმართა შესაბამის ღონისძიებებს და არ გაამკაცრა საზღვარზე გადასვლა და არ გააკონტროლა, ამ შემთხვევაში შესაძლოა ვერ ავცდეთ ისევ სანქციებს. თუ საქართველო არ გაითვალისწინებს კოლექტიური დასავლეთის სანქციებს შესაძლოა მოვხვდეთ ჩვენ იგივე, როგორც თქვენ ახსენეთ მეორად სანქციებში და თუ რუსეთის ბაზარი არის მეექვსე მეშვიდე ადგილზე ექსპორტის თვალსაზრისით საქართველოში მსუბუქი ავტომობილების აღმოჩნდება, რომ მთლიანად შეიძლება ეს დარგი საფრთხის ქვეშ დადგეს", - აცხადებს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ალექსი ნონიაძე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა