თეგებით ძიება

"თბილისში, საბურავების ამბავი კეთილად დამთავრდა, მალე ახალი ბალახიც ამოვა" - რას წერს ფოტოგრაფი? (ფოტოები)

თბილისთან ახლოს მდებარე ტერიტორიიდან საბურავები გაიტანეს და ტერიტორიაც გასუფთავდა.

ფოტოგრაფი, ბილი ბილიხოძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეკოლოგიური პრობლემა მოგვარდა.

"ასე კეთილად დამთავრდა ეს ამბავი.

მალე ახალი ბალახიც ამოვა და ეს შრამებიც გაუქრება ამ მინდორს.

დიდი მადლობა ყველას ვინც თუნდაც ერთი ლაიქით თუ შეარით დაგვეხმარა, რომ გვეხმაურა და გაეგო ყველას ამ საბურავების ამბავი,

სპეციალურად დიდი მადლობა Tegeta • თეგეტა -ს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის და ეკოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლის გამო

არ გაატაროთ, არ დაიკიდოთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!! წინ კიდევ ბევრი დაბინძურებული ლოკაციაა...", - წერს ფოტოგრაფი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა