„სტატისტიკა გვეუბნება, რომ რაღაც შესაცვლელი გვაქვს" - რას წერს ეკა ლალიაშვილი?
"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი ვარკეთილში მომხდარ ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ სიჩქარის ლიმიტები გადასახედია ქალაქის გზებზე და დასახლებულ პუნქტებში.
"არ მოგვწონს ხოლმე როცა სიჩქარის ლიმიტების შემცირებაზე იწყება საუბარი, არადა მერამდენე მოზარდი უნდა დაზარალდეს აგრესიული მართვის გამო. სიჩქარის ლიმიტები გადასახედია ქალაქის გზებზე, დასახლებულ პუნქტებში, სკოლის ზონების შექმნა აუცილებელია, ტროტუარებზე ბავშვები (და ზრდასრულები) არ უნდა იღუპებოდნენ აგრესიული მძღოლების მიერ.
მძღოლებს არ უნდა მიეცეთ მაღალი სიჩქარის განვითარების შესაძლებლობა ქალაქში! 2022 წელს თბილისში, წინა წელთან შედარებით საგზაო შემთხვევების და დაშავებულთა ოდენობა შემცირებულია 6%-ით, ხოლო დაღუპვა გაზრდილია 8 %-ით. სტატისტიკა გვეუბნება რაღაც შესაცვლელი გვაქვს" - წერს ეკა ლალიაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ კალოუბნის ქუჩაზე ავარია მოხდა. შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, ხოლო შემდეგ იქვე მდგარ ბავშვს.