თეგებით ძიება

„იმისტებო და ამისტებო!!!“ - რას წერს თაკო ჩარკვიანი?

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„იმისტებო და ამისტებო!!! მოკლედ სახელმწიფო გვქონდა  სააკაშვილის დროს ფაქტია, გიგანტური ნაბიჯებით მიიწევდა წინ ეს ფაქტია. შეცდომები იყო თუ არა???? (იმიტომაც  ვიყავი ოპოზიციაში მე პირადად) რა თქმა  უნდა  იყო  შეცდომები  იმ  პენიტენციურში მომხდარი  დანაშაულებები იყო  და თან გარეთ არავის გამოჰქონდა  ამბავი "მოყვარეს", სანამ ციხე  არ აფეთქდა, რომ "ააფეთქა  მავანმა" და ბევრმა მოღალატემ გვიან იყო და ხელისუფლებაც მოიყოლა და ამას რუსეთის  უშიშროება როგორ გაუშვებდა ხელიდან, თვითონაც ზედ უმატებდა - მეტი წილი ხელოვნურადაც ხდებოდა დანაშაულებები რუსეთზე მომუშავე "ტიპების" ხელით, (ახლა ხომ უკეთ ჩანს) ესეც ფაქტია, კი ბატონო....... და მაინც სახელმწიფო გვქონდა, ნავთქურიდან....... გზების ქალაქების მშენებლობით ყვაოდა - წინ მიდიოდა, ამბიციებით  დასავლეთის გზაზე ავანგარდში იყო ესეც ფაქტია ვერავინ წაუვა....... ჰოდა ამ სახელმწიფოს მშენებელი მართლა მშენებელი ნოვატორი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჰყავს რუსეთზე მომუშავე  მშიშარა ხელისუფალს გამომწყვდეული და ჩვენ???? ჩვენ ისევ იმ სისტემას ვებრძვით - მურუსიძე იყო რიგითი მაშინ, ახლა დაწინაურებულია პირველი კაცია ამ ხელისუფლების მიერ და დასანქცირებული კორუმპირებული მოსამართლეები ჩვენს მოქალაქეებს, შვილებს ასამართლებენ!!!!! (ისე, მინდა ყველას შევახსენო, რომ ყველა პრეზიდენტს გაუჭირდა რუსულ სისტემასთან ბრძოლა,  დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი გამსახურდია მოკლეს, შევარდნაძემ ნავთობ სადენი რომ წამოიწყო ააფეთქეს და პირველი ზარი ელცინის იყო დილით "ედუარდ ამბროსოვიჩ, რად გინდათ ეს ნავთობ  სადენიო", მთავარია საქართველოსთვის რაიმე არ გაეკეთებინა სიკეთე რომელიმე პრეზიდენტს, თორემ კომუნისტური სივრციდან იყო თუ დისიდენტურიდან, რუსეთისთვის თითქმის ერთი  და იგივე იყო, ახლა მესამე პრეზიდენტს კლავენ ) ჰოდა, ცოტა დავფიქრდეთ ჩვენ, თორემ რუსეთზე მომუშავე ხელისუფალი რომ არ იფიქრებს ესეც ფაქტია.

სააკაშვილი უნდა გადარჩეს, ესეც ფაქტია - ვალია და ეს ვალი შესასრულებელია!!! ადამიანურადაც და სახელმწიფოებრივადაც ასეა!“ - წერს თაკო ჩარკვიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა