თეგებით ძიება

„ელჩმა დეგნანმა დიდი ხანია მრავალჯერ გადაკვეთა წითელი ხაზები“ - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც დეგნანმა დავით კეზერაშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებზე, მეტი ინფორმაციაა საჭირო.

„აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შანსს ხელიდან არ უშვებს და დაკავებულია ორმხრივი ურთიერთობის დაზიანების მცდელობით. ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის "საადვოკატო მისიაც" მოირგო და "ქადაგებს" "ფორმულას" ტელეწამყვანის სტილში. 

თუ ევრომძარცველ კეზერაშვილს თურმე აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, უარგუმენტოდ დასანქცირებულ ქართველ მოსამართლეებს ჩამოერთვათ მსგავსი უფლება? 

ელჩმა დეგნანმა დიდი ხანია მრავალჯერ გადაკვეთა წითელი ხაზები და იჭრება იმ სფეროებში, სადაც არანაირადაა მისი კომპეტენცია.“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა