თეგებით ძიება
20. 04. 2023 სპორტი

"კვარა როგორი დამწუხრებული იყო... მინდოდა, მაგრად ჩავხუტებოდი. ვიცი, წამოდგება და ადრინდელზე ძლიერი გახდება" - რას ამბობს იტალიელი გულშემატკივარი ხვიჩაზე?

ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი იტალიელ ქომაგზე წერს, რომელიც ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გამო, დამწუხრებულია.

"გუშინდელის მერე, ემოციებს ძლივს ვიოკებ, კიდევ ეს მინდოდა? 

“გუშინ კვარა როგორი დამწუხრებული იყო. გუშინ მეც ძალიან ცუდად ვიყავი. ძალიან განვიცადე კვარა ასე ძალიან დამწუხრებული რომ დავინახე, მინდოდა მაგრად ჩავხუტებოდი. ვიცი, რომ

წამოდგება და ადრინდელზე ძლიერი გახდება. ეს მხოლოდ გამოცდილებაა” 

ეს სიტყვები 15 წლის ნეაპოლელმა ნინო იძომ მომწერა, ინსტაგრამზე. 

ორმა ნინომ, ერთმანეთი მარადონას სტადიონზე გავიცანით. ახლაც არ ვიცი როგორ მოხვდა ტრიბუნიდან, სტადიონის, გულშემატკივრებისთვის დახურულ ზონაში, კვარას ნახვის იმედით. გულითადად მივესალმეთ ერთმანეთს, ორივე კვარას გამო ვიყავით იქ. სამწუხაროდ, დაცვამ დროზე ადრე შეამჩნია და გარეთ “გააცილა”. 

თავსხმა წვიმა იყო იმ დღეს ნეაპოლში… სტადიონიდან გამოსულს, სიბნელიდან მომესმა - “სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა”! პატარა ნინო, ისევ იქ იდგა წვიმაში, სიბნელეში, თავისი კერპის ნახვის იმედით. კონტაქტები გავცვალეთ და დავპირდი, რომ მასთან ინტერვიუს აუცილებლად ჩავწერდი. 

იმ დილით პაწაწინა ხვიჩაზე გავაკეთე სიუჟეტი… რა სიმბოლურია, არა? მაინც რა უცნაურად გადაიკვეთა იტალიელი და ქართველი ხვიჩას და იტალიელი და ქართველი ნინოების გზები…

როცა ფეხბურთი, ფეხბურთზე მეტია.

თავი ასწიე ჩემპიონო, ჯერ სად ხარ, მწვერვალები გაქვს დასაპყრობი", - წერს ჟრნალისტი.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" "ნაპოლი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, რითაც ქართველის გუნდი ლიგას გამოეთიშა. შეხვედრაზე კვარამ პენალტი ვერ გაიტანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა