"ჩაქრა 14 წლის ბავშვის სიცოცხლე და გამოხტნენ არაქალები - დედა სად იყოო?" - ლანა ნიკოლეიშვილი ავარიის დროს დაღუპულ, ანა ჩინჩალაძეზე
ლაგოდეხში ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის გოგონას, სოფო ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ვარკეთილში ავარიის დროს დაღუპულ, ანა ჩინჩალაძის შესახებ წერს.
"ისევ ჩაქრა 14 წლის ბავშვის სიცოცხლე,ისევ დაუდევრობით.
ისევ გამოტ***ურდა არამკითხე ძუ**ები "მარტო რატომ იყო?" "დედა სად იყო?".
როდემდე უნდა ასხათ ცეცხლზე ნავთი არაქალებმა?!", - წერს ლანა ნიკოლეიშვილი.
ცნობისთვის, 18 აპრილს ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე მომხდარ ავარიას სკოლის მოსწავლე, ანა ჩინჩალაძე ემსხვერპლა.