"ნეაპოლში ხდება, ხალხო, ეს, ნეაპოლში" - რა ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტი იტალიიდან?
ჟურნალისტი, ნინა მამუკაძ-სორდინი ტელეფონზე წერს, რომელიც ქართმელმა იტალიაში დაკარგა და ადგილობრივებმა იპოვეს.
"ნეაპოლში ნაპოვნია IPhone 12 plus.
მპოვნელმა Radio KisskissNapoli-ში დარეკა და განაცხადა, რომ ტელეფონი, რომლის მენიუც ქართულადაა, მეტროსადგურ ტოლედოს ტერიტორიაზე იპოვა. შეგიძლიათ რადიოში დარეკოთ და დაგეხმარებიან ტელეფონის დაბრუნებაში.
ინფორმაცია მოგვაწოდა ჟურნალისტმა კახა დგებუაძემ
ნეაპოლში ხდება ხალხო ეს, ნეაპოლში", - წერს ჟურნალისტი.