გაიცანით ოჯახი ნეაპოლიდან, რომელმაც შვილს სახელი ხვიჩა კვარაცხელიას პატივსაცემად დაარქვა - VIDEO
ნეაპოლში წყვილმა პირველ შვილს ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიას პატივსაცემად ხვიჩა დაარქვა.
თავად ბავშვის მამა ფეხბურთელ, დიეგო არმანდო მარადონას საპატივსაცემოდ “არმანდოს“ სახელს ატარებს.
ის 1986 წელს დაიბადა, მაშინ, როცა მარადონა “ნაპოლის“ ღირსებას იცავდა.