თეგებით ძიება
20. 04. 2023 სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ბოდიში მოიხადა - რა პასუხი გასცა ქართველ ფეხბურთელს გუნდის კაპიტანმა?

ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო თამაშის დასასრული ძალიან განიცადა და ემოციები ვერ შეიკავა.

18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩამ ემოციები ვერ დამალა და ტურნირიდან გამოვარდნა მძიმედ განიცადა, რის გამოც მას თითქმის მთელი გუნდი ამშვიდებდა.

ცნობილმა იტალიურმა სააგენტო Il Mattino-მ დღევანდელ გამოცემაში დაწერა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გუშინ, Castel Volturno-ში სავარჯიშო სესიის დაწყებამდე თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა. სანაცვლოდ, თანაგუნდელებისგან გამხნევება მიიღო, განსაკუთრებით კი კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო გამოირჩეოდა, რომელმაც კვარას შემდეგი სიტყვები უთხრა: „გეყოფა საკუთარი თავის დადანაშაულება! ჩვენ იმის გამო არ გავვარდნილვართ, რომ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანე!“

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხვიჩამ გულშემატკივრებს ბოდიში სოციალურ ქსელში გავრცელებული სპეციალური განცხადებით მოუხადა.

ცნობისთვის, „ნაპოლი“ არსებობის ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე პირველად მოხვდა. ამასთან, კლუბს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის სერია A-ს მოგების ბრწყინვალე შანსი აქვს.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში სადებიუტო სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა