დანია და ნიდერლანდები უკრაინას Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემენ
დანია და ნიდერლანდების სამეფო უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტიპის14 ტანკს გადასცემენ.
"ჩვენ ვსაუბრობთ დანიის მხრიდან დიდ შემოწირულობაზე ნიდერლანდებთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში - უკრაინას გადავცემთ 14 ლეოპარდ 2-ის ტანკს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც ემატება უკვე გამოცხადებულ 100-მდე მეორადი Leopard 1 მანქანას", - განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა.
არსებული ინფორმაციით, უკრაინისთვის ტანკების მიწოდება, სავარაუდოდ, 2024 წლის დასაწყისში მოხდება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ქვეყენაში რუსეთის ჯარი 2022 წლის თებერვალში შეიჭრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაშიც.