თეგებით ძიება

33 ლარად დღეს, მგონი არავინ არ მუშაობს 60 ტონიან მანქანაზე - რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები გაიფიცნენ

რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები გაიფიცნენ.

ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.

"8 საათიანი სამუშაო პირობები გვინდა და 50 ლარი. 33 ლარი გვაქვს 9-საათიან სამუშაოზე ამ წუთში. ვითხოვთ 8-საათიან სამუშაოს. 12-ტონიანი მანქანით დაგვაქვს 50-60 ტონა. უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ არის დაცული.

ძალიან რთულ მონაკვეთზე ვმუშაობთ, არის მეწყრული ზონები, როცა დაგვიძახებენ უპრობლემოდ მოვდივართ რომ არ გაჩერდეს მგზავრობა და გზა არ დაიკეტოს. ჩვენი მხრიდან პრობლემა არ არის, პრობლემას ქმნის თვითონ კომპანია, 33 ლარზე ამხელა მანქანაზე არავინ მუშაობს“, - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.

მისივე თქმით, კომპანია დასაქმებულებს იმ თანხას არ უხდის, რაც მათ ეკუთვნით. 

"33 ლარად დღეს მგონი არავინ არ მუშაობს 60 ტონიან მანქანაზე“, - ამბობს დასაქმებული. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა