"ამ ადამიანმა დაამთავრა ჯოჯოხეთური ცხოვრება დედამიწაზე, სამაგიეროდ, მის ცუგებს დაეწყოთ... ეს ნაფერები ძაღლები ქუჩაში ყრიან, გადასარჩენია ისინი" - რა ინფორმაცია ვრცელდება?
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ძაღლებზე, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.
"ამ ადამიანმა დაამთავრა ჯოჯოხეთური ცხოვრება დედამიწაზე..სამაგიეროდ მის ცუგებს დაეწყოთ ჯოჯოხეთი მათი პატრონის გარდაცვალების შემდეგ.. ვეღარ ნახავთ ამ ადამიანს თავისუფლების მოედანზე, აღარ მოგიშლით ნერვებს ვერც ეს ადამიანი და ვერც ეგრედ წოდებული მისგან გათიშული ცხოველები, ვეღარ დააბულინგებთ და ცუდ ფრაზებს ვეღარ გაისვრით მისკენ.. დაგასვენათ და თვითონაც დაისვენა საწყალმა..მაგრამ ცუგებს, რომლებსაც არ აკლდათ ამ ადამიანის სითბო, სიყვარული, წყალი და საკვები დღეს ქუჩაში ყრიან, არავინ არ იცის, ერთად თუ უკვე ცალ-ცალკე.. აი, ეს ნაფერები ცუგები ქუჩაში ყრიან.. ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ვისაც ნერვები გეშლებოდათ, აბულინგებდით, მეტიც ლანძღავდით კიდეც ცხოველების გამო, გამოჩნდით ახლა ის ადამიანები, მოძებნეთ ცუგები და მინიმუმ მიიკედლეთ. თქვენ აჩუქეთ ახლა ის, რასაც ეს ქალი ვერ აძლევდა და უნდა მიეცა თქვენი ჭკუით. თქვენ მიეცით სითბო, სიყვარული, წყალი, საკვები და თბილი ოჯახი. თქვენ ჩაუნაცვლეთ კარგი პატრონობა.. ცუგები არიან გადასარჩენები, წლობით ოჯახში ნაცხოვრები, დღეს ქუჩაში ყრიან.. იცით, რომ ძნელია ასეთ სიტუაციაში თავის დამკვიდრება.. ცუგები გაშვებულია ორხევში....ბირკის ნომრები...33909......33903", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.