მეზობელმა მეზობელი მოკლა - რა მოხდა თუშეთში?
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში სასტიკი მკვლელობა მოხდა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, თანასოფლელმა, თანასოფლელი, სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის სავარაუდო მიზეზი, მხარეებს შორის, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოება გახდა.
მომხდარ ფაქტზე, დაწყებულია გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.