თეგებით ძიება

"ოცნებად მაქვს, ილია მეორეს ნახვა... პატრიარქი გვყავს ერთი, ჩვენ ვართ უამრავი, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას აუცილებლად უნდა შეხვედროდა" - ნათია ბერიძის ემოციური პოსტი პატრიარქზე

ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს ნახვაზე ოცნებობს.

"ვფიქრობდი დამეწერა-არ დამეწერა, ვინ როგორ გაიგებს მაგრამ მაინც დავწერ, ვიდეო გავრცელდა მრავალშვილიანი ოჯახი რომელთა ერთი შვილიც პატრიარქის ნათლულია, მივიდა საპატრიარქოში და უწმინდესის ნახვას ითხოვდა. "ფეისბუქ" ლაივში აღშფოთებული ამბობდა რომ პატრიარქი არ იღებს, აყაყანდა სრულიად ლიბერასტ, სატანისტთა ჯოგი. ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, კუricა მანგო გოდებს, ეს როგორ გაბედესო, მარტო მდიდრებს იღებენო....

 ჩემი მოკრძალებული აზრი და  გამოცდილება მინდა მოვყვე.

ოცნებები ზოგადად არ მაქვს, არადერზე არ ვოცნებობ, თუ რამე მინდა მიზნად ვისახავ და ვაკეთებ, ერთადერთი ოცნება რაც მაქვს პატრიარქთან შეხვედრაა. ეს კი ოცნება მხოლოდ იმიტომ არის რომ ვთვლი ამის ღირსი უნდა იყო...

მიუხედავად იმისა რომ საპატრიარქოსთან ერთად გავაკეთე ციკლი "ერთი ტაძრის ისტორია" მოვიარე საქართველო, თუ რაიმე საინტერესო ხდება პატრიარქისა და საპატრიარქოს გარშემო ყველაფერზე მე ვმუშაობ ხოლმე ძირითადად, მიუხედავად იმისა რომ მერგო პატივი და ვარ პატრიარქის ჩოხოსანი, პატრიარქს ვერ შევხვდი.ვერ ავისრულე ჯერჯერობით ჩემი ერთადერთი ოცნება.

ყველაფერი ვცადე, ვთხოვე გარშემო ყველას მაგრამ არ ხერხდება. მიზეზი კი არის აფსოლუტურად გასაგები და მისაღები ჩემთვის, პატრიარქი 90 წლის არის, წმინდა, სუფთა მაგრამ მაინც ადამიანი, რომელსაც ახლა თვალის ჩინზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ, ჩემი ეგოიზმი რომ  ძალიან მინდა ვნახო, მემილიონე ხარისხოვანია და მე ეს მესმის, მესმის რომ ახლა როცა მილიონი ვირუსი, მილიონი საფრთხეა  ვერ გარისკავენ. არსებობს გამონაკლისები, ეს გამონაკლისი არა ეგოისტური არამედ უმნიშვნელოვანესია, მაგალითად ხვიჩას შეხვედრა მასთან, ის ამ ეტაპზე ჩვენი სახეა მსოფლიოში, დიახ ის აუცილებლად უნდა შეხვედროდა, მისთვის ეს საჭირო იყო, როგორც სახელმწიფოს მმართველი გუნდის ან თუნდაც ოპოზიციონერების შეხვედრა მასთან, დიახ ვფიქრობ მათი შეხვედრაც მნიშვნელოვანია რადგან ეს არა ვინმეს ახირება არამედ საჭიროა თუნდაც რჩევების მიღება უწმინდესისგან. 

მესმის რომ არაფრით განსხვავდება ის ქალი და მისი ანგელოი შვილები ვინმე პოლიტიკოსის, სპორტსმენის, მომღერლისა თუ ბოზნესმენისგან და ყველა თანასწორი ვართ მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენი ნათლული ჰყავს პატრიარქს, რამდენ ჩემნაირად მასთან შეხვედრაზე ოცნებობს, ახლა რომ ერთი შევიდეს ხვალ რამდენი მივა გესმით?! და როგორ წარმოგიდგენიათ ასობით ათასი ადამიანის შესვლა მასთან?! ხომ წაერმოუდგენელია?! ამ ქალს თუ შეუშვებენ სხვამ რა დააშავა?რითია მეტი ის ქალი სხვა ოჯახებზე?! პატრიარქი გვყავს ერთი, ჩვენ ვართ უამრავი, 90 წლის კაცი რომ დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ არ გ ესმის ამდენი? 

მოკლედ ჩემთვის ეს იყო უბრალოდ დაგეგმილი პროვოკაცია, თავისი ლაივით", - წერს ბერიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა