თეგებით ძიება

ვანდალების მიერ დაზიანებულ ხეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩინეთიდან ჩამოტანილი წვეთოვანებით მკურნალობენ

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ლიხნში, ვანდალების მიერ დაზიანებულ ცაცხვის ხეს წვეთოვანით მკურნალობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 150 წლის ხისთვის სპეციალური პრეპარატი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩინეთიდან ჩაიტანეს. ხის გაჯანსაღებაზე კი აფხაზი და ჩინელი ეკოლოგები მუშაობენ.

მკურნალობის მიზნით, ხეზე 30 წვეთოვანი არის დამაგრებული.

ცნობისთვის, ცაცხვის ხის დიამეტრი 16 მეტრზე მეტია, ხოლო სიმაღლე - 19 მეტრი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა