რონალდუ პრობლემებში გაეხვა - რატომ ითხოვს არაბი ადვოკატი ლეგენდარული ფეხბურთელის ქვეყნიდან გაძევებას?
არაბი ადვოკატი, ნუფ ბინ აჰმედი ლეგენდალური ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს დაკავებასა და შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაციას მოითხოვს.
ყველაფერი ლიგის 25-ე ტურის მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, სადაც პორტუგალიელის "ალ ნასრი" გასვლაზე "ალ ჰილალთან" 0:2 დამარცხდა.
"ალ ჰილალის" ფანები მესის სახელს სკანდირებდნენ, რაზედაც კრიშტიანომ მათ უხამსი ჟესტით უპასუხა.
"თუნდაც ჩავთვალოთ, რომ გულშემატკივრებმა რონალდოს პროვოცირება გამოიწვიეს, მისი საქციელი მაინც დანაშაულია.
საჯარო უხამსი ქმედება ისჯება დაპატიმრებითა და დეპორტით, თუ ჩადენილია უცხოელის მიერ.
ამის შესახებ შუამდგომლობას პროკურატურაში შევიტანთ", - აცხადებს ადვოკატი.
წყარო - "პრაიმტაიმი"