თეგებით ძიება

ახალი კვლევა - როგორ ბეჭდავთ კლავიატურაზე სამსახურში სტრესის დონის საუკეთესო მაჩვენებელია

როგორ ბეჭდავთ კლავიატურაზე და იყენებთ მაუსს, სამსახურში სტრესის დონის საუკეთესო მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიელი მკვლევრები ავრცელებემ

ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ETHZ) მკვლევართა განცხადებით, ახალი მონაცემებისა და მანქანური დასწავლის გამოყენებით, მათ ახალი მოდელი შექმნეს, რომელიც სამსახურში სტრესს მხოლოდ იმაზე დაყრდნობით განსაზღვრავს, თუ როგორ კრეფენ ადამიანები კლავიატურაზე და როგორ იყენებენ მაუსს.

„როგორც ჩანს, თუ როგორ ვკრეფთ კლავიატურაზე და ვამოძრავებთ მაუსს, გულისცემაზე უკეთესი საშუალებაა იმის პროგნოზისთვის, რამდენად დასტრესილად ვგრძნობთ თავს ოფისის გარემოში“, — ამბობს კვლევის ავტორი, მათემატიკოსი მარა ნაგელინი.

კვლევისათვის, ETHZ-ის მკვლევრები ლაბორატორიაში 90 მონაწილეს დააკვირდნენ, რეალური ოფისის სამუშაოსთან მიახლოებულ გარემოში, ისეთი დავალებების შესრულებისას, როგორიც არის შეხვედრების დაგეგმვა ან მონაცემთა ჩაწერა და ანალიზი.

მკვლევრები იწერდნენ მონაწილეთა ქცევას კლავიატურასთან და მაუსთან მიმართებაში, ასევე მათ გულისცემას და რეგულარულად ეკითხებოდნენ, რამდენად სტრესულად გრძნობდნენ თავს.

მონაწილეთა ნახევარს სამუშაოს შესრულებაში ხელს არაფერი უშლიდა, ნახევარს კი რეგულარულად უგზავნიდნენ ჩატში მესიჯებს და ასევე სთხოვდნენ სამუშაო გასაუბრებაში მონაწილეობის მიღებას.

დადგინდა, რომ დასტრესილი ადამიანები მოდუნებული ადამიანებისგან განსხვავებულად ბეჭდავდნენ კლავიატურაზე და ამოძრავებდნენ მაუსს.

წყარო: 1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა