თეგებით ძიება

1-ლი ივლისიდან სოციალური დახმარება იზრდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. მისი თქმით, გაზრდილ დახმარებას დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს.

“2022 წელს, სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება 50 ლარით გაიზარდა და 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარია.

გაზრდილ დახმარებას კი, დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს. გაიზარდა შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემელიც.

2023 წლიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისა და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, სოციალური პაკეტი 65 ლარით გაიზარდა და 340 ლარით განისაზღვრა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა