„განა რამდენი ფული ერიცხებათ ამ კომენტარების და სმაილების მოგროვებით, რომ ყველაფერს კადრულობენ?“ - მამა ლევანი
კასპში მოღვაწე მღვდელი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში წერს.
“განა რამდენი ფული ერიცხებათ ამ კომენტარების და სმაილების მოგროვებით, რომ ყველაფერს კადრულობენ? სვავენ უაზრო შეკითხვებს. “მანქანაში წინ ცოლი უნდა დასვა თუ დედა?” “ქმარი მყავს და საყვარელიც და როგორ მოვიქცე?” დადებენ საერთოდ უცხო, ინვალიდის ეტლში მჯდომის ფოტოს “დღეს დაბადების დღე მაქვს, არავინ მილოცავს და”. ეხლა კვარაცხელიას წარუმატებელი პენალი, 90 წლის პატრიარქის დალოცვას დააბრალა ვიღაცამ რომ სწყევლონ, აგინონ და გამოხმაურებები მოაგროვოს. “ეს ხატი გააზიარე, ამინ დაწერე და ბარაქა გექნება, შინაბერა თუ ხარ გათხოვდები” და ა.შ. ეს საწყალი ხალხიც ყველაფერს ეხმაურება. დაფიქრდით კაცო, ვის რაში აინტერესებს თქვენი აზრები. ჩვენ დღეში ხან 5 საათს ვლოცულობთ და ერთი ამინის დაწერა რომ საქმეს აგვარებდეს, ჩვენ ვერ დავწერდით? შეეშვით რა ამ მაიმუნ ხალხს”, - წერს მამა ლევანი.