თეგებით ძიება

„მსგავსი არაფერი მინახავს და მსმენია...“ - რას წერს თაკო ჩარკვიანი?

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„უკვე მესამედ, ხელისუფლება-უმრავლესობა კვლავ გავიდა ბოიკოტში, რეგისტრაციას  არ გავივლით სოლიდარობას  ვუცხადებთ დასანქცირებულ მოსამართლეებსო, მსგავსი არაფერი მინახავს და მსმენია... 

საკანონმდებლო ორგანო "კრიშავს"ღიად კორუფციონერ  დასანქცირებულ მოსამართლეებს, დასავლელი პარტნიორები ხედავენ  და  ყველა დარწმუნდა  სრულიად ყველა , ვინ აგდებს სამუშაო პროცესს   და ვინ აფარებს  ხელს კლანურ  სასამართლოს. 

ნონსენსია - რაც ხდება...“ - წერს თაკო ჩარკვიანი.

ცნობისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე არც დღეს დადგა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი უკვე მესამედ არ შედგა, საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაცია ამჯერადაც არ გაიარა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა