გორში, მდინარეში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ
გორში, კომბინატის დასახლებაში, მდინარე მტკვრის მიმდებარედ, სამართალდამცველები არის მობილიზებულები. ისინი ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია რამდენიმე დღის წინ გაუჩინერებულ კაცს ეძებს, რომლის კვალი სწორედ კომბინატის დასახლებაში, მდინარე მტკვარზე გამავალ სარკინიგზო ხიდიდან ქრება.
არაოფიციალური ინფორმაციით, მდინარის პირას ნაპოვნია კაცის ტანსაცმელი.